საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების საკარანტინე ზონებში გადაყვანას Georgian Bus უზრუნველყოფს

სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე ზონებში, სატრანსპორტო კომპანია „ჯორჯიან ბასი“ უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან ბასი" ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ „ჯორჯიან ბასი“ აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ყველა უსაფრთხოების ნორმები დააკმაყოფილა და უკვე ათეულ დღეზე მეტია ახორციელებს სატრანსფერო სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია ახორციელებს მგზავრთა საკარანტინე ზონებში გადაყვანას, როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ასევე თითქმის ყველა სახმელეთო სასაზღვრო პუნქტიდან: სარფის, ლარსის, წითელი ხიდის და ა.შ

ამასთან, კომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ თითოეული მძღოლი აღჭურვილია სათანადო ეკიპირებით, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული უსაფრთხოების ნორმები.

„ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, "ჯორჯიან ბას" ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს საქართველოში დაბრუნებული თანამოქალაქეების საკარანტინე ზონებში გადაყვანას, ყველა იმ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რაც დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ჩვენ მადლიერები ვართ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მათი თითოეული თანამშრომლის, ჩვენდამი ნდობის გამოცხადებისთვის.

გვინდა უდიდესი სიამაყის გრძნობით მადლობა გადავუხადოთ "ჯორჯიან ბასის" თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებით მძღოლებს გაწეული გმირობისთვის, მათი საქმის პირნათლად შესრულებისთვის. მადლობა თქვენი თავდადების და უმაღლესი პასუხისმგებლობის გამოვლინებისთვის.

ჩვენ კვლავ ვასრულებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე და გვჯერა, რომ ერთმანეთის თანადგომით აუცილებლად დავამარცხებთ ვირუსს", - ნათქვამია "ჯორჯიან ბასის" განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა