ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფოლკლორის ცენტრში გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ფოლკლორის ცენტრში გაიმართა. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას თქმით, სხდომა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარდა. მისივე თქმით, საკრებულოს წევრებს შორის დისტანცია და სხვა უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.

„საკრებულოს სხდომა ფოლკლორის ცენტრში შედგა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული დისტანცირება და სხვა უსაფრთხოების ზომები. მნიშვნელოვანია, ამ რთულ პერიოდში არ შეფერხდეს მუნიციპალიტეტის მუშაობა. დღეს საკრებულომ ბიუჯეტის ცვლილება დაამტკიცა, 11 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება. პარალელურად, აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადდა. საკრებულოს წევრებს კი გვმართებს ორმაგი პასუხისმგებლობა მოქალაქეთა წინაშე, ამიტომ მოგიწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, თავადვე გავხდეთ მაგალითები სოლიდარობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის. ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს, რათა წარმატებით დავძლიოთ ეს გამოწვევა. მადლობა ჩვენს მედიკოსებს, ისინი ნამდვილად გმირები არიან“, – განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს