საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაუხანგრძლივდათ

საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, მიმდინარე ავტორიზაციის ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილების თანახმად, ეს რეგულაცია არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა მიმართებითაც ზოგადსაგანმანათლებლო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებს მიღებული აქვთ ავტორიზაციასთან დაკავშირებული რომელიმე გადაწყვეტილება ან რომლებსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე უკვე ამოეწურათ მიმდინარე ავტორიზაციის ვადა და ამ ვადის ამოწურვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში არ ჰქონდა წარდგენილი საავტორიზაციო განაცხადი.

„საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და რომელთა შეფასებაც აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით ცენტრის დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე შეუძლებელია, განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრში წარდგენილი დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციით დააფიქსირებს უარყოფით პოზიციას საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეფასების თაობაზე და აღნიშნულ არგუმენტირებულ პოზიციას გაიზიარებს ცენტრი, მიმდინარე აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. ეს რეგულაცია არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა მიმართებითაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიღებული აქვს აკრედიტაციასთან დაკავშირებული რომელიმე გადაწყვეტილება ან რომლებსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე უკვე ამოეწურათ მიმდინარე აკრედიტაციის ვადა და ამ ვადის ამოწურვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში აღნიშნულ პროგრამაზე არ ჰქონდა წარდგენილი სააკრედიტაციო განაცხადი.

ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვროს უმაღლესი განათლების სწავლის დეტალური სფეროები, რომლის ფარგლებში შემავალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებაც, აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით, ცენტრის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე, შეუძლებელია, განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა), ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული წარმოებების, საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების/დადასტურების ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში ცენტრში ამ დადგენილების ამოქმედებამდე ან საგანგებო მდგომარეობის დროს წარდგენილ განაცხადებზე კანონმდებლობით დადგენილი ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

„თუკი ცენტრის დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე შეუძლებელია, განხორციელდეს შესაბამისი წარმოების ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები/ღონისძიებები დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და დაწესებულება ცენტრში წარდგენილი დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციით დააფიქსირებს უარყოფით პოზიციას აღნიშნული აქტივობების/ღონისძიებების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების განხორციელების თაობაზე და მის პოზიციას გაიზიარებს ცენტრი“, - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

დადგენილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა