ფოთში ერთ-ერთ ბლოკ-პოსტზე შემოწმებისას 2 პირს  ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც ისინი ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ფოთში, ერთ-ერთ საგუშაგოზე მგზავრთა შემოწმებისას 2 მოქალაქეს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

,,დღეიდან ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელს აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები და მათი მედპერსონალი. კონტროლდება ყველა შემომსვლელი და გამსვლელი პირი. მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში თუ პერსონალმა მგზავრებში აღმოაჩინა ტემპერატურული რეაქცია, ინფორმაცია მოდის ჩვენამდე. ვუშვებთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას და მათ გადაყავთ ქალაქის საავადმყოფოში, რომელიც დღეიდან ფუნქციონირებს, როგორც ცხელების ცენტრი. დღეს გვქონდა ორი შემთხვევა, ერთ მგზავრს აღენიშნებოდა ტემპერატურა 38,8, მეორეს 37, 1 და ორივე მოთავსებულია სავაადმყოფოში შემდგომი გამოკვლევისა და ზედამხედველობის მიზნით“ , - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა კესო გელენიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა