თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს რეგიონებს აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან საგანგებო რეჟიმში თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აკონტროლებს.

უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში. ასევე პატრულირება დაიწყო თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა. " თბილისის, რუსთავისა და გორის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები აკონტროლებენ. ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან კი, დასავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობაა მობილიზებული.

„საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე გაშლილია საველე კარვები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებასა და პირველად თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მობილიზებული სპეციალური ტექნიკა კი, ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს",-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო