ბოლო 24 საათში, StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 2,5 მლნ ლარით გაიზარდა და ფონდში უკვე 19 მლნ 935 ათასი ლარია მობილიზებული

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 31 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 19 მლნ 935 ათასი ლარი შეადგინა.

" COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.ფონდში შენატანები განახორციელეს როგროც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა: კავკასუს ონლაინი, 1 მლნ ლარი; STAR WOOD, ORMAN URUNLERISANAYI, 650 ათასი ლარი; IDS ბორჯომი საქართველო, 300 ათასი ლარი; ავთანდილ ნამიჩეიშვილი, 100 ათასი ლარი; ჯორჯიან მანგანეზი, 100 ათასი ლარი; ალდაგი, 50 ათასი ლარი; იუჯითი, 50 ათასი ლარი; დაგი, 30 ათასი ლარი; Sisam kavkasus, 20 ათასი ლარი; ენსი გრუპ, 20 ათასი ლარი; გილმარი, 15 ათასი ლარი; ნეოფარმი, 15 ათასი ლარი; შპს „კაცხურა“ , 10 ათასი ლარი; EPIC DEVELOPMENT, 10 ათასი ლარი; ჯეონეთი, 10 ათასი ლარი; ისანი ბილდინგ, 10 ათასი ლარი; ლოჯისტიქს სოლუშენ, 10 ათასი ლარი; ბიესი, 5 ათასი ლარი; გროს ენერჯი ჯგუფი, 5 ათასი ლარი; აპტოსი, 5 ათასი ლარი; აიტიკრაფტი, 5 ათასი ლარი; ოქტოპუსი, 5 ათასი ლარი; საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია, 2 ათას 500 ლარი.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund

მადლობა ერთიანობისთვის ",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა