ქუთაისში შემავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადა მკაცრად აკონტროლებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს შვიდ ქალაქში შემავალ გზებს დღეს დილიდან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, ქალაქ ქუთაისში შემავალ გზებზე 9 გამშვები პუნქტი მოაწყო.

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე გაშლილია საველე კარვები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებასა და პირველად თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან სამხედროები სპეციალური ტექნიკით უზრუნველყოფენ ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა