შუამთის ტერიტორიაზე თელავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მგზავრების შემოწმება დაიწყო

თელავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მგზავრების შემოწმება შუამთის ტერიტორიაზე დაიწყო. ბლოკ-პოსტზე სამხედრო მოსამსახურეებმა უკვე დაასრულეს საჭირო ინვენტარის მოწყობა.

ტერიტორიაზე განთავსებულია პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი. სამხედრო ექიმები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. მანამდე კი, პოლიცია შემომსვლელ და გამსვლელ მანქანებს მგზავრთა რაოდენობაზე და რეკომენდაციების დაცვაზე ამოწმებს.

რაც შეეხება დანარჩენ 3 ბლოკ-პოსტს, ეროვნული გვარდიის მე- 20 კადრირებული ბრიგადის სამხედროებმა და პოლიციამ საველე კარვები უკვე გაშალა და საჭირო ინვენტარის გაშლა კომენდანტის საათის ამოქმედებამდე უნდა მოასწრონ.

ამ ეტაპზე არც ერთ მგზავრს ტემპერატურა, რაიმე საეჭვო სიმპტომი არ დაფიქსირებია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს