ფოთიდან ბათუმის საკარანტინო სივრცეში 5 მოქალაქე გადაიყვანეს, რადგან მათ კონტაქტი ჰქონდათ ბათუმელ მძღოლთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოთიდან 5 მოქალაქე ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. როგორც ფოთის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი კესო გელენიძე აცხადებს, მიზეზი ბათუმელი მძღოლია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ინფიცირებულს მანქანა შესაკეთებლად მიყვანილი ჰყავდა ფოთში განთავსებულ ერთ-ერთ ავტომობილების სახელოსნოში და კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე პირთან.

,,ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ბათუმელი მძღოლი, რომელმაც გაიარა ფოთი ჰქონდა მანქანის ტექნიკური პრობლემა, შესაკეთებლად მიაკითხა ერთ-ერთ სახელოსნოს, სადაც იმყოფებოდა ხუთი პირი. მათ მიერ მოხდა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა და მძღოლმა გააგრძელა გზა. როგორც შემდგომ დავადგინეთ, ეს მამაკაცი შევიდა სომხეთში, საზღვარზე მას აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. ის გადაყვანილ იქნა ინფექციურ კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ პიროვნების მეუღლის მიერ მოგვეწოდა ინფორმაცია, რის საფუძველზეც აღმოვაჩინეთ ავტომობილების შემკეთებელი ცენტრი, იქ მომუშავე ხუთივე პირი დღესვე გადავიყვანეთ ბათუმის საკარანტინო სივრცეში. ამ მოქალაქეების ოჯახის წევრები ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, - განაცხადა ფოთის საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარე კესო გელენიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა