გორში მოწყობილ 5 საგუშაგოზე დღის განმავლობაში 3000-მდე მოქალაქე გადამოწმდა, რეგიონში დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის ფარგლებში, გორის ყველა შესასვლელში მოწყობილ საგუშაგოებზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება პოლიციისა და თავდაცვის ძალების მხრიდან მოქალაქეების გადამოწმება. საველე სამედიცინო პუნქტებში მიმდინარეობს გამვლელების თერმოსკრინინგიც.

შიდა ქართლში მოქმედი საგანგებო საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელის, მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, გორში მოწყობილ 5 საგუშაგოზე დღის განმავლობაში 3000-მდე მოქალაქე გადამოწმდა, მთლიანად, რეგიონში კი დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა.

,,გორის მუნიციპალიტეტის ხუთივე გამშვებ პუნქტზე, დილიდან ამ დრომდე, დაახლოებით 3000-მდე ადამიანი გადამოწმდა. სამედიცინო კუთხით რაიმე გართულებული შემთხვევა ამ დროისთვის არ ფიქსირდება, რაც შეეხება სამართალდარღვევებს, რეგიონის მასშტაბით გვქონდა 6 ადამიანის დაჯარიმების შემთხვევა, მათგან იყო თვითიზოლაციის წესების დარღვევა, ასევე, დადგენილი წესების დარღვევის ფაქტი ტაქსის მძღოლის მხრიდან, რომელმაც არ გაითვალისწინა მოქმედი რეგულაციები. ყველა შემთხვევაში, დამრღვევი პირები დაექვემდებარნენ დაჯარიმებას.

სხვა მხრივ კი, მისასალმებელია, რომ საზოგადოება აბსოლუტურად გაგებით ეკიდება აღნიშნულ შეზღუდვებს და ვფიქრობ, რომ ასეთი პრევენციული ღონისძიებებით მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან ვირუსის გავრცელებას”, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

სტაციონარული საგუშაგოების პარალელურად, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, პოლიცია მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს კონტროლს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ