"ჯორჯიან ეარვეისის" ჩარტერული რეისით ამსტერდამიდან თბილისში საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოფრინდა

"ჯორჯიან ეარვეისის" ჩარტერული რეისით საქართველოში 180 მოქალაქე ჩამოფრინდა. როგორც "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჩარტერული რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 საათის დაგვიანებით, 20:30 საათზე ჩამოფრინდა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისები სრულდება. 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს ვენა-თბილისის, 28 მარტს - ვარშავა-თბილისის რეისი.

დაგეგმილია შემდეგი სპეც რეისები: 3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - Georgian Airways, ასევე 3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines, 4 აპრილი -ლონდონი-თბილისი - Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი), 7 აპრილი -ათენი-თბილისი - Georgian Airways, 10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი - Georgian Airways.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ამასთან, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა