თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ორი პირია მოთავსებული, რომელთაც კორონავირუსზე ანალიზები ჩაუტარდებათ

კახეთის საკარანტინე ზონიდან ორი პირი სავადმყოფოშია მოთავსებული. შუახნის მამაკაცები დღის პირველ ნახევარში ცხელებით და სხვა საეჭვო სიმპტომებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა მათი სამოგზაურო ისტორიიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ხვალ დილით კორონავირუსზე აღებული ანალიზები თბილისში გადაიგზავნება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ორივე მამაკაცის დიაგნოზის ლაბორატორიული პასუხი.

კახეთის მასშტაბით, სამ მუნიციპალიტეტში 9 საკარანტინო ზონაა მოწყობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა