ალექსანდრე მოწერელიამ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი დაათვალიერა

ალექსანდრე მოწერელიამ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსული მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან, ასევე ექიმები შემოწმების შემდეგ განსაზღვრავენ მოქალაქეებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ თუ სამედიცინო დაწესებულებაში.

„რუხში განთავსებული სამედიცინო დანიშნულების კარავი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული სამედიცინო დანიშნულების კარვის ფუნქციონირების საკითხებს გაეცნო“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა