11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით სამი პაციენტი მოათავსეს, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს

ბოლო 24 საათის განმავლობაში თელავის რეფერალური საავადმყოფოს ინფექციურ-ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პაციენტი მოათავსეს. სამივე მათგანს რისკ ჯგუფის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

აქედან, ორი შუახნის მამაკაცი კლინიკაში საკარანტინე სივრციდან, ხოლო ერთი ქალი საკუთარი სახლიდან გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, მათ აღენიშნებათ ცხელება, რის გამოც ანალიზები ჩაუტარეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

ხათუნა ჭონიაშვილის თქმითვე, აქვთ თუ არა პაციენტებს ახალი კორონავირუსი, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

"გუშინ დღის პირველ ნახევარში შემოიყვანეს ორი მამაკაცი საკარანტინე სივრციდან. მათ აღენიშნებათ ცხელება და მოთავსდნენ ბოქსირებულ განყოფილებაში. ასევე გვიან შემოიყვანეს ერთი ქალბატონი ბინიდან, რომელსაც მამაკაცების მსგავსად, უცხო ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ყველას შემთხვევაში აღებულია ანალიზები და გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსის სხვა დამახასიათებელი რეაქცია არ იკვეთება“, - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს