ბათუმში 70 წლის მამაკაცი კვლავ  მართვით სუნთქვაზეა, ინფიცირებული ექთნის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულმა ერთ-ერთმა პირმა შესაძლოა, ხვალ, კლინიკა "მედალფა" დატოვოს.

კლინიკის ინფორმაციით, მოქალაქეს ვირუსის ნიშნები აღარ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ამბობენ, რომ მოქალაქეს ხვალ განმეორებით კვლევას ჩაუტარებენ და თუ პასუხი იქნება უარყოფითი, მას სახლში გაუშვებენ.

რაც შეეხება ინფიცირებულ 70 წლის მამაკაცს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე რჩება. ასევე ოთხი ინფიცირებულს პნევმონია აქვს.

ამასთან, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფიცირებული ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ციური აბულაძის ინფორმაციით, კვლევის შედეგად 20 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხუთ პირს კი სინჯები აუღეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა