მარნეულის მერი - თერმოსკრინინგის პროცესში უკვე 92 ათასი ადამიანია შემოწმებული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგანაც ორის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი, ხოლო დანარჩენი ოთხის - ხვალ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თერმოსკრინინგის პროცესში უკვე 92 ათასი ადამიანია შემოწმებული.

“ამ ეტაპისთვის თერმოსკრინინგის პროცესში უკვე 92 ათასი ადამიანია შემოწმებული. დარჩა ქალაქი მარნეული, ასევე ოთხი ადმინისტრაციული ერთეული. ალბათ, ორ დღეში პირველ ეტაპს მთლიანად დავასრულებთ. საველე ჰოსპიტალში 6 ადამიანი იმყოფება, აქედან 2 ადამიანის ანალიზის პასუხი დღეს იქნება, დანარჩენი ოთხის - ხვალ“,-აცხადებს დარგალი.

მისი თქმით, კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. „უკვე დადგენილია ის ადამიანები, ვისაც აღნიშნულ ქალბატონთან ჰქონდა კომუნიკაცია. ისინი თვითიზოლაციაში არიან და დანარჩენ წყაროებთან დაკავშირებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“,-აცხადებს დარგალი.

მისი თქმით, მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არის.

„ბანკებთან დისციპლინა არის, მოსახლეობა დისტანციას იცავს. მარაგებთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არის. იცით, რომ გუშინ 9 საათიდან დილის 06:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა და მარნეულში სრული სიწყნარე იყო“,-აცხადებს ზაურ დარგალი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა