სოფელ ძველ ანაგაში სამელიორაციო არხები იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს. მათი ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

“სოფელ ძველ ანაგაში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი არხები (საერთო სიგრძით 2,9 კმ) იწმინდება. არხების მოწესრიგება მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებასთან ერთად, 80 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.დამშრობ არხებზე მიმდინარე ღონისძიებები კომპანიამ საკუთარი ძალებით მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება.დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 13 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა