შიდა ქართლის გუბერნატორი - კომენდანტის საათის განმავლობაში არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა

ე.წ. კომენდანტის საათის განმავლობაში შიდა ქართლში არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, სტაციონარული საგუშაგოების გარდა, პოლიციის 60-მდე მობილური ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს რეგიონში არსებულ ვითარებას.

„წუხანდელმა ღამემ რეგიონში მშვიდობით ჩაიარა, არ იყო რაიმე გართულებები. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონის მოსახლეობას, რომ მოქალაქეები სრული გაგებით მოეკიდნენ მთავრობის მიერ დადგენილ გამკაცრებულ პირობებს. რაც შეეხება საგუშაგოებს და ამ საგუშაგოებზე განხორციელებულ თერმოსკრინინგს, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ტემპერატურის, ყველა მსგავსი პაციენტი გადაყვანილია ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებებში და ამ დროისთვის, რაიმე გართულება არ შეინიშნება. სრულად კონტროლდება სიტუაცია რეგიონში შესაბამისი სამსახურების მიერ.

სტაციონარული საგუშაგოების გარდა, რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, ოთხივე მუნიციპალიტეტში, მუდმივ რეჟიმში გადაადგილდებიან შესაბამისი მობილური ჯუფები. დაახლოებით 60-მდე ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს რეგიონში არსებულ ვითარებას, მათთან კოორდინირებულ მუშაობას ვეწევით და რაიმე კითხვის, ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად ვახდენთ რეგირებას”, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია