თამარ გაბუნიას განცხადებით, ქართული მხარე მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის დანერგვაზე მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულთან სიახლოვეზე გააფრთხილებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქართული მხარე მუშაობს მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც," - განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა