ლევან რატიანის ინფორმაციით, 62, 79 და 80 წლის პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული სამი პაციენტის: 62, 79 და 80 წლის პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

„იცით, რომ რეანიმაციაში გვყავდა 2 ინფიცირებული პაციენტი. ერთი ინფიცირებული მარნეულის კლასტერიდან დაემატა. ქალბატონი არის 79 წლის. ჩატარდა ყველა ღონისძიება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჰემოდინამიკა აღდგენილია, იმყოფება რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

რაც შეეხება ასევე მძიმე პაციენტს,რომელიც არის 62 წლის , ანამნეზში ამ ქალბატონსაც ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, უმართავი არტერიული ჰიპერტენზია, უმართავი გულის უკმარისობა და ექიმთან მიმართვიანობის დაგვიანებული შემთხვევა იყო. ეს პაციენტიც იცით,რომ ჩვენ კლინიკაში გადმოყვანილი იყო მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომით. ამ ეტაპზე პაცენტის ზოგადი მდგომარეობა მკვეთდრად გააუმჯობესებულია.

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც 80 წლისაა , რომელიც ასევე მაღალი ლეტალობის ინდექსს მიეკუთვნებოდა, ამ ეტაპზე, ამ პაციენტის მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის შედეგად მკვეთრად დადებითია და დინამიკაში გაუმჯობესებას ველოდებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა