ლევან რატიანი - ორსული ქალისა და 5 ახალშობილის მდგომარეობა დადებითია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული ორსული ქალის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, სტაბილურია.

როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, 5 ახალშობილის მდგომარეობაც დადებითია.

„22 კვირის ორსული თავის ნაყოფთან ერთად, ამ ეტაპამდე ფიზიოლოგიურ მდგომარეობაშია. რაც შეეხება ახალშობილებს, 5 ახალშობილი გვყავს, ისინი ბავშვთა რეანიმაციაში მკურნალობენ, მათი მდგომარეობა დადებითია. რაც შეეხება თერაპიაში არსებულ პაციენტებს, დღეს რამდენიმე ტესტი გავაგზავნეთ, რადგან დამთავრდა მე-14 დღე. იმედია, დადებით შედეგებს მივიღებთ და პროტოკოლის მიხედვით, ესენიც კლინიკიდან გაეწერებიან. ლუგარში გაგზავნილი ტესტებიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა“, - განაცხადა რატიანმა.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და არცერთ მათგანს აღნიშნული ვირუსი არ აღმოაჩნდა.

„მოგეხსენებათ, ყაზარმულ მდგომარეობაში ვართ გადასული. 14 დღის შემდეგ, მედპერსონალმა კლინიკა დატოვა, ყველას ჩაუტარდა კოვიდზე გამოკვლევა და ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თუ დავიცავთ მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ყველა პროტოკოლს, მინიმუმამდე დავიყვანთ იმ ნიშანს, რომ ექიმებს ინფექცია გადაგვედოს. საბედნიეროდ, ამ ეტაპამდე ჩატარებული კვლევის შედეგად, ჩვენს კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შროის დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება“, - განაცხადა რატიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა