პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე ე.წ ონლაინ კლინიკები მოეწყო

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ ონლაინ კლინიკები საქართველოს მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე მოეწყო, აქედან 15 კი თბილისში მდებარეობს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ონლაინ კლინიკაში ზარი 112-ის მიერ გადამისამართდება, როდესაც მოქალაქე მას მაღალი ტემპერატურის ან საეჭვო რესპირატორული სიმპტომების გამო მიმართვს.

„15 ე.წ ონლაინ კლინიკა არის თბილისში, დანარჩენი - რეგიონებში. მათ შორის, ბათუმში არის 2 ასეთი კლინიკა, ქუთაისშიც იმუშავებს 2 ონლაინ კლინიკა, მცხეთაში, გურჯაანში, რომელიც მოემსახურება კახეთის რეგიონს და მიმდებარე სოფლებს და ასევე, რუსთავში იქნება ონლაინ კლინიკა. ყველა კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასე სოფლის მოსახლეობას. 112-ის ზარი გადამისამართდება საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც მოქალქეს დაელაპარაკება მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია, რომელიც მოიცავს ყველა ელემენტს, რაც შეიძლება შესრულდეს პირადი კონსულტაციის პირობებში, გარდა, რა თქმა უნდა, ფიზიკური გასიჯვის ნაწილისა. ასეთი მოდელი უკვე მესამე წელია წარმატებით მუშაობდა გრიპის ეპიდემიების შემთხვევაში, პირველი მარტიდან ამას დაემატა უკვე კოვიდის შემთხვევების მენეჯმენტი თბილისში, სადაც 4 კლინიკა დღესაც უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. მოდელი არის კარგი და გვაძევს იმის საშუალებას, რომ დავიცვათ მაქსიმალურად პაციენტი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან და არააუცილებელი მიმართვისგან სამედიცინო ქსელში, რაც გარკვეულწილად ინფექციის გავრცელების რისკია,“-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთანავე, მან ისაუბრა ცხელების კლინიკებზე და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება ყველა რაიონული კლინიკის იდენტიფიცირება და უკვე იქნება ზუსტად ცნობილი, რომელი კლინიკა რა მოცულობით გამოყოფს საწოლფონდს ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის.

„რაც შეეხება ცხელების კლინიკებს, ეს იდეა ემყარება იმ მოსაზრებას, რომ ყველა კლინიკა უნდა იყოს მზად ცხელებიანი პაციენტის უსაფრთხოდ მისაღებად. ეს არის სავალდებულო მოთხოვნა ყველა კლინიკისთვის, რომ ჰქონდეს ერთი გამოყოფილი ოთახი იმისთვის, რომ მან ინეფქციის კონტროლის წესების დაცვით, იზოლირებულად მართოს საეჭვო ინფექცია. ასეთ დროს მთავარი აქცენტი იქნება სწრაფ დიაგნოსტიკაზე, კლინიკები აღჭურვილი იქნება დიაგნოსტირების შესაძლებლობებით. სწორედ ამ კლინიკებიდან დაიწყება იმ პერსონალის ტრენინგები, ვინც უნდა აიღოს ნაცხი და ადგილზე შეძლოს სწრაფი ტესტის გამოყენებით ტესტირება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა