შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებს დაათვალიერებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს.
უწყების ცნობით, მოგვიანებით ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში, გორის შესასვლელში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მივა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნობა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"