სახელმწიფო რწმუნებული - ქვემო ქართლის მთელ მხარეში ღამემ ძალიან მშვიდად ჩაიარა

ქვემო ქართლის მთელ მხარეში ღამემ ძალიან მშვიდად ჩაიარა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში საპატრულო ეკიპაჟი მხოლოდ რამდენიმე გაფრთხილებით შემოიფარგლა.

„რუსთავში, გასასვლელებსა და შემოსასვლელებში 4 ბლოკ-პოსტია მოწყობილი, სადაც ერთობლივად პატრულირებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ და მათი ეფექტური ფუნქციონირების არავითარი შეფერხება არ არის. იქვე არის სამედიცინო პერსონალი და ისინიც აგრძელებენ მოსახლეობის შემოწმებას. ღამემ ძალიან მშვიდად ჩაიარა მთლიანად მხარეში. როგორც ჩემთვის ცნობილია, საპატრულო ეკიპაჟები რამდენიმე გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. აბსოლუტურად ადეკვატურად და გაგებით მოეკიდა მოსახლეობა,“ - განაცხადა რეხვიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს