„თავისუფალი საქართველოს” წევრი - საქართველოში უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა ლიბერალური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმები

საქართველოში უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა ლიბერალური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმები, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს” ერთი-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია აცხადებს.

მისი თქმით, „საინტერესოა, რომ აგრესია მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაზეა მიმართული და არა რომელიმე სხვა რელიგიურ ორგანიზაციაზე”.

„ეს თავდასხმები ძირითადად გამოწვეულია ეკლესიის მაღალი ავტორიტეტით, რომელიც ზიანს აყენებს ლიბერალური ფრთის მიზნებს, ისეთებს როგროიცაა LGBT პროპაგანდა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ა.შ. პანდემიის პირობებში ლიბერალებმა ჩათვალეს, რომ აქვთ ახალი „ოქროს არგუმენტი“ ეკლესიის წინააღმდეგ და ცდილობენ, მათ არაჯანსაღ პოზიციებს ამით შესძინონ ლეგიტიმაცია. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადექვატური ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, როგორიცაა მაგალითად რიტუალებისას სოციალური დისტანციის დაწესება.

იმის მიუხედავად, რომ ვერავინ აღმოაჩინა თუნდაც ერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა ზიარებისას ან ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული რომელიმე სხვა რიტუალისას ვირუსის გავრცელების რისკს - ლიბერალური ფრთის სახე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც მართლმადიდებლურ ეკლესიას ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოში, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ქართული ეკლესიის ლანძღვა „გამოხატვის თავისუფლებას“ წარმოადგენს, ხოლო რომელიმე სხვა კონფესიის მიმართ მსგავსი ეპითეტის გამოყენება, იმავე „ლიბერალი რაინდების“ მხრიდან შეფასებულია სიძულვილის ენად და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად.

„თავისუფალი საქართველო“ პატივისცემას გამოხატავს ყველა აღმსარებლობის ადამიანის მიმართ და მოუწოდებს, მათ შორის ყველაზე ექსტრემისტულ ჯგუფებს, ასეთივე პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლეობის რელიგიურ შეხედულებებს. იმედი გვაქვს, საზოგადოება სწორ დასკვნებს და შეფასებებს მისცემს ქართული ლიბერალური სპქტრის არაჯანსაღ პოზიციებს“, - აღნიშნავს შოთა მაქაცარია.

მაქაცარიას კომენტარს “თავისუფალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა