კახეთის რეგიონში მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება მიმდინარეობს

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა „World Vision“ საქართველოს მხარდაჭერითა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების და მათი ოჯახების დახმარება დაიწყო.

დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა და კახეთის განვითარების ცენტრის დირექტორმა ნანა ათუაშვილმა სოფელ ენისელში სამიზნე ოჯახები მოინახულეს, რომლებსაც სასურსათო კალათები და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.

„World Vision“ საქართველოს მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში პირველ ეტაპზე, ამანათები თელავის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 300 ოჯახს გადაეცემა.

აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა