მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, პირველ მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან ერთად, კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

შალვა კერესელიძემ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისა და სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

„კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეუფერხებლად ვაგრძელებთ. სამუშაოების ნაწილი უკვე აქტიურ ფაზაშია, ნაწილს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტები განსაზღვრულ ვადებში, ხარისხიანად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელდეს. ამ მიმართულებით, ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინირებულად ვმუშაობთ“, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ შეხვედრაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს