ვახტანგ გომელაური - გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა, მხოლოდ 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი.

„ემორჩილებიან ნამდვილად. მეტ დარღვევას ველოდებოდით, თუმცა გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, იყო ძალიან ცოტა, 17 დარღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა. მეტს ველოდებოდით სტატისტიკურად. მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ [ჯარიმის დაწერა]. არავის გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-მდე ადამიანი დაჯარიმდა და 15-მდე საწარმო“, - განაცხადა გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო