ვახტანგ გომელაური - დღესდღეობით, საოკუპაციო ზოლზე უფრო მეტი პოლიციელი დგას, ვიდრე აქამდე იდგა

დღესდღეობით საოკუპაციო ზოლზე უფრო მეტი პოლიციელი დგას, ვიდრე აქამდე იდგა, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განუცხადა. მისი თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები საოკუპაციო ზოლიდან სხვა ლოკაციაზე გადაიყვანეს.

„დავათვალიერეთ საოკუპაციო ხაზი. მანამდე ვიყავით სამეგრელოში, პრემიერ-მინისტრთან და რამდენიმე მინისტრთან ერთად. ასევე, ჩამოვედით ცხინვალის მიმართულებით და აქაც სიმშვიდეა. გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს ძალები მოვაკელით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და კრიმინალურ პოლიციას და სხვაგან გადავიყვანეთ. არანაირად, პირიქით, დღესდღეობით საოკუპაციო ზოლზე უფრო მეტი პოლიციელი დგას, ვიდრე აქამდე იდგა. რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით სიტუაციას, ყველა რეგიონის მთავარი ქალაქის შესასვლელ-გასასვლელი კონტროლდება, რათა თუ საჭირო გახდება და რეკომენდაცია იქნება მარნეულის და ბოლნისის მსგავსად რომელიმე ქალაქის ჩაკეტვის, სწრაფად განხორციელდეს გადაკეტვა,“ - განაცხადა გომელაურმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა