შს მინისტრი - დანაშაული მომატებული არ არის, კრიმინალი დაკლებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტატისტიკური მაჩვენებლით, ქვეყანაში კრიმინალის შემთხვევები ბევრად დაკლებულია, „იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული“.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იმ ფონზე, როცა ათეულობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, ხომ არ ფიქსირდება მოროდიორობის შემთხვევები, შს მინისტრმა უპასუხა, რომ კრიმინალური ფაქტები მომატებული არ არის.

„არავითარი მომატებული არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციები. იყო ერთეული შემთხვევები. სტატისტიკით რიცხვები ბევრად დაკლებულია, ბევრად დაბალია, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული. ვთქვათ, თუ იყო 10 პოლიციელი ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელი დგას, ამიტომ დაკლებულია კრიმინალი“, - განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ წითელ ზონად გამოცხადებულ მარნეულში კრიმინალის არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, გომელაურმა უპასუხა, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„შეიძლება მოხდეს მარნეულშიც, გორშიც და თბილისშიც. ხდება, თუმცა რომ ხდებოდა 10, დღეს ხდება 3-4 შემთხვევა“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ვახტანგ გომელაურის თქმით, პოლიციელთა ადამიანური რესურსი საკმარისია.

„საკმარისია. ჯერჯერობით (დამატებითი) რესურსი არ სჭირდება. თუმცა, რეზერვები ჩვენც გვაქვს და აქვს თავდაცვასაც. მთლიანად, მმართველი გუნდი პარლამენტთან ერთად მუშაობს და ყველა ვართ ჩართული“, - განაცხადა გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა