ფოთში არსებულ ე.წ. ცხელების ცენტში 4 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

ფოთში არსებულ ე.წ. ცხელების ცენტში 4 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. მათ სკრინინგო-თერაპიის შედეგად მაღალი ტემპერატურა გამოუვლინდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

„ე.წ. ცხელების ცენტრში შემოვიდა ერთი პირი, რომელსაც აღენიშა ტემპერატურა, დაკვირვების ქვეშ იყო, გამოუვლინდა გარკვეული პრობლემები, მოთავსდა სტაციონარში. ასევე შემოვიდა ცენტრში ორი ასაკოვანი ადამიანი პნევმონიით, დღეს კი ბავშვი მაღალი ტემპერატურით. ეს ოთხი ადამიანი ჩაითვალა საეჭვო შესაძლო შემთხვევად. აღებულია ლაბორატორიული სინჯები და იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში", - განუცხადა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა