„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას

COVID-19 ვირუსის პანდემიის ფონზე, „ნატახტარის“ მწარმოებელმა კომპანია „ეფეს საქართველომ“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესაბამისად, რამდენიმე მკაფიო პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც თანამშრომლების, მომხმარებლების და ბიზნესპარტნიორების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას ითვალისწინებს:

  • თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა;
  • წარმოების პროცესში ჯანდაცვის ნორმების დაცვის გამკაცრება;
  • ქართული საზოგადოების, ჩვენი პარტნიორებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა;

16 მარტიდან დისტანციურ საქმიანობაზე გადავიდნენ ის თანამშრომლები, რომლებსაც არ სჭირდებათ ველზე, ან წარმოებაში მუშაობა. წარმოების პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზებული ფორმით, ადამიანის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. ამასთან, კომპანიამ მაქსიმალურად შეამცირა სამუშაო საათები და სამოძრაო არეალი საველე ჯგუფებისთვის. აიკრძალა გარე ვიზიტორების დაშვება ქარხნის და ადმინისტრაციული ოფისების ტერიტორიაზე.

ყოველდღიურად ხდება საწარმოო აღჭურვილობის, საამქროების, წარმოებული პროდუქციისა და სატრანსპორტო საშუალებების სრულფასოვანი დეზინფექცია, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური მობილური ჯგუფები. დისტანციურად მოწმდება და კონტროლდება ყველა თანამშრომლის სხეულის ტემპერატურა, ველზე მომუშავე პერსონალს, მათ შორის, დისტრიბუტორებსაც მიეწოდებათ ხელთათმანები, ნიღბები და ხელის სადეზინფექციო საშუალებები.

ამასთან, COVID 19-ის პროფილაქტიკური ზომების შესახებ ჩვენს ლუდსახარშსა და სხვა სივრცეებში განთავსდა საინფორმაციო პლაკატები, ჩატარდა სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი თანამშრომლებისთვის და კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრდის პრევენციულ ღონისძიებებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ COVID 19-ის წინააღმდეგ მიმართული მწყობრი და თანმიმდევრული ღონისძიებები მაქსიმალურად თავს აგვაცილებს შესაძლო გართულებებს“.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა