ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სატენდერო წინადადება 9 პრეტენდენტმა წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.

„აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4-ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. სამუშაოების ვადად 27 თვეა განსაზღვრული. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გავა რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს. პროექტის ფარგლებში აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ამ დროისთვის, პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნება“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა