სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონელი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონელი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება.

შესაბამისი ცვლილება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შევიდა, სადაც აღნიშნულია, რომ დღგ-ისგან თავისუფლდება არამხოლოდ ის პროდუქცია რომელიც იმპორტირებულია, არამედ ადგილზე წარმოებული საქონელიც.

დოკუმენტით დადგენილია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება. ესენია:

კლასიფიცირებული ტესტები, პლასტმასის მასალისგან დამზადებული ბახილები, სახის დამცავი ფარები, ნიტრილის ქირურგიული ხელთათმანები და ასევე ნიტრილის დანარჩენი სახეობის ხელთათმანები. საიზოლაციო, კომბინიზონები, ქირურგიული ხალათები, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები; სამშრიანი პირბადეები და ნიღბები, კოტონის მასალისგან დამზადებული ბახილები ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან; ასევე ქირურგიული ქუდები; პლასტმასის დამცავი სათვალეები და უკონტაქტო თერმომეტრები.

კანონის ეს ნორმა ეკატერინე ტიკარაძისა და ივანე მაჭავარიანის ბრძანებით 2020 წლის 1- ოქტომბრამდე იმოქმედებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა