ქუთაისის მერია „მადლიერების სახლის“ 800 ბენეფიციარს საკვებ პროდუქტს სახლში მიუტანს

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის „მადლიერების სახლის“ სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში მთლიანად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბენეფიციარებს უჭირთ უფასო სასადილოებამდე მისვლა, გადაწყდა, რომ მათ საკვებ პროდუქტებს სახლებში მიუტანენ.

„სასურსათე ამანთების დაფასოება მიმდინარეობს ქუთაისის სპორტის სასახლეში და ამ პროცესში უშუალოდ ჩართული არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მადლიერების სახლის“ 800 ბენეფიციარი , საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბინაზე მიიღებს საკვებ პროდუქტებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის პირობებში მათთვის ძნელი გახდა უფასო სასადილოებამდე მისვლა. სწორედ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები სახლებში მივუტანოთ“,- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისის მერიის ცნობით, ბენეფიციართა შორის არიან ისეთებიც ( 60-მდე ადამიანი), რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ სადილების შინ მომზადება. ამიტომ, მათთვის „მადლიერების სახლის“ სამზარულოში ისევ მომზადდება სადილი და გამზადებულ კერძებს სახლებში მიუტანენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა