ფოთში თვითიზოლაციაში 23 პირი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი 8 მოქალაქე რჩება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს ფოთშიც ველოდებით, მაგრამ მთავარია, აღვკვეთოთ გადაცემა, - ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ განაცხადა.

მისი თქმით, სახელწიფოში არსებული ყველა შესაბამისი სამსახური კვალიფიციურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

,,შემთხვევები იქნება თავისთავად ცხადია. რომ ვთქვა, არ იქნება , ტყუილი გამომივა, მთელ საქართველოში, მთელ მსოფლიოშია შემთხვევები და აქაც ველოდებით, მაგრამ მთავარია , ჩვენ აღვკვეთოთ გადაცემა, რომ შემთხვევათა რაოდენობა არ იყოს ბევრი, ამისათვის კეთდება ყველაფერი. ასე რომ მოსახლეობამ უნდა დაიცვას ის პირობები, რაც ევალებათ , ისე როგორც კარანტინში მყოფ ადამიანებს. მინდა, მივმართო ყველას, ზედმეტი ემოციები, ზედმეტი შფოთი არ არის სასარგებლო არავისთვის. ჩვენ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოების ჩატარება გვიწევს. ცოტა რთულია ამ სიტუაციაში მუშაობა. ყველას ვურჩევ, დარჩეს სახლში “, - აღნიშნა ზინაიდა გაგუამ.

მისივე თქმით, ფოთში თვითიზოლაციაში 23 ადამიანი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი 8 მოქალაქე რჩება.

,,დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში არის 23 ადამიანი , აქედან სამი უნდა მოიხსნას დღის ბოლოს , ვნახოთ შეფასდება თერმოსკრინინგით და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. აჭარის საკარანტინო სივრცეში 8 ადამიანი რჩება, იმათზეც მეთვალყურეობა თავისთავად დაწესებულია. ჩვენთან ფოთის ჰოსპიტალი უკვე ცხელების ცენტრია , სადაც პაციენტები შემოდიან ცხელებით. ზოგი თვითმომართვით, ზოგი გადმოყავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ზოგი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან “, - განაცხადა ზინაიდა გაგუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა