ზუგდიდის გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს

მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ზუგდიდში შესასვლელ ძირითად საკონტროლო გამშვებ პუნქტთან თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, II ქვეითი ბრიგადის სამხედროები, სამართალდამცავებთან ერთად, ზუგდიდის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან, მითითებულ ადგილებზე ყველა სატრანსპორტო საშუალებას აჩერებენ და შესაბამის ღონისძიებებს ერთობლივად ახორციელებენ.

„საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მხარდაჭერის მიზნით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებენ, ქალაქში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა პირს პირველად თერმოსკრინინგს უტარებენ და სიმპტომებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდიან. სწრაფი რეაგირების „რქბ“ ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოზე რეგულარულად მიმდინარეობს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა