აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 10 წლის ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იმყოფებოდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, 10 წლის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისივე თქმით, ის კარანტინში იმყოფებოდა.

"ბავშვს დაუდგინდა კორონავირუსი, მას აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია, იგი კარანტინში პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, იგი თბილისში გადაიყვანეს, რადგან თბილისში ცხოვრობს ოჯახი და მათ ისურვეს გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბათუმში მკურნალობის საშუალება", - აცხადებს ზაალ მიქელაძე

აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 117 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 23 გამოჯანმრთელებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა