გიგლა მიქაუტაძე - ბიზნესი დღეს იმყოფება ურთულეს მდგომარეობაში და არ უნდა შევაფერხოთ გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით

პოლიტიკური გაერთიანების ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განაცხადებით, დისტანციური გაყიდვები არ უნდა შეიზღუდოს.

მისი თქმით, სტანდარტული რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, აღნიშნული საქმიანობა საფრთხეს არ წარმოადგენს.

,,გასაგებია მთავრობის გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდოს მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა გაუმართლებელია online-მაღაზიების საქმიანობის აკრძალვა. ყველა კომპანიას, რომელსაც ამის შესაძლებლობა გააჩნია, მომსახურების დისტანციურად გაწევის სრული უფლება უნდა მიეცეს. სტანდარტული რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, ასეთი საქმიანობა არ წარმოადგენს საფრთხეს და მისი შეზღუდვა აზრს მოკლებულია.

არ დაგვავიწყდეს, რომ ბიზნესი დღეს იმყოფება ურთულეს მდგომარეობაში და ის არ უნდა შევაფერხოთ გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობასაც ჰქონდეს მთელი რიგი პროდუქტების სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობა და ხელი არ შევუწყოთ შავი ბაზრის შექმნას’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ, რომლის კომენტარსაც „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა