დავით ნარმანიას განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვა თვეში 50 მილიონი ლარი დაუჯდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და დასუფთავების გადასახადის დაფარვა თვეში 50 მილიონ ლარამდე დაუჯდება.

როგორც ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა, დათვლილია ის ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის გაიღებს.

„ რასაკვირველია ეს ყველაფერი დაანგარიშებულია ჩვენი მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიის ნაწილში მილიონ 200 ათასამდე ოჯახს შეეხება ეს სუბსიდია, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს ბიუჯეტიდან და ელექტროენერგიის ნაწილში თვეში ხარჯი იქნება 17 მილიონ ლარამდე, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ნაწილს 670 000-ზე მეტ აბონენტს შეეხება და ჯამში თვეში დაახლოებით 27 მილიონი ლარი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,“-განაცხადა ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, დამატებით 5-6 მილიონის ხარჯი იქნება ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დასუფთავებისა და წყალმომარაგების გადასახადების კუთხით.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს