ალექსანდრე მოწერელია - მადლობა მოქალაქეებს, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებიან შექმნილ მდგომარეობას

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული ალექსანდრე მოწერელია ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის ორივე შემოსასვლელში განთავსებული საკონტროლო პუნქტების ფუნქციონირებას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბლოკ-პოსტები კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და COVID-19-ის შემდგომი გავრცელების პრევენციისათვის მათ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადრეულ ეტაპზევე ხდება საეჭვო პაციენტების იდენტიფიცირება და იზოლაცია.

,,ჩამოსვლის მიზანია, გავცნობოდი მდგომარეობას ადგილზე, გავცნობოდი იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც შეიძლება ჰქონდეს ჩვენს სამართალდამცავებს. ასევე, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მინდა ერთგვარად ბოდიშიც მოვუხადო, შეფერხება რომ უწევთ, თუმცა ეს არის აუცილებლობა და ჩვენი მოქალაქეები ამას პასუხისმგებლობით ეკიდებიან. თერმოსკრინინგზე, ფაქტიურად, არავინ უარს არ ამბობს, ფაქტიც არ ყოფილა რაიმე უხერხულობის, ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება განვმუხტოთ ფოთის პუნქტან შექმნილი საცობი, თუმცა ამჯერად ის მაქსიმუმი რაც კეთდება, უკეთესის საშუალებას არ გვაძლევს" , - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებული ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში განთავსებულ საკონტროლო პუნქტზე, სადაც ალექსანდრე მოწერელიამ ობიექტზე მყოფ სამხედროებს და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“