„არსი“ - დღეს ერთმანეთის თანადგომა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა გვმართებს

კომპანია „არსი - პროექტი შენი სახლი ჯიქიაზე“ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად საგანგებო შტაბს ხსნის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

„არსის“ დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, პროექტის ფარგლებში, „შენი სახლი ჯიქიაზე“ საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრებ 1300–ზე მეტ ოჯახთან ერთად პროდუქტებით დაეხმარება მოხუცთა თავშესაფრებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ესაჭიროება.

„ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება ერთად უნდა იდგეს იმისათვის, რომ ერთად გაუმკლავდეთ ამ დიდ გამოწვევას. მოგეხსენებათ, ბევრი კომპანიაა ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძლაში, ჩვენმა კომპანიამაც, ჩვენს ესტონელ პარტნიორებთან ერთობლივად, პროექტის ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ ფარგლებში შეიტანა თავისი წვლილი. ორი ავტომობილი გადავეცით ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს, ასევე გადავრიცხეთ StopCov ფონდში 50 000 ლარი; ამას გარდა, აქტიურად ვმუშაობთ „შენი სახლი ჯიქიაზე“ საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრებ 1300–ზე მეტ ოჯახთან ერთად დახმარების შტაბის შექმნაზე. ერთობლივი ძალებით, პროდუქტებით და პირველადი მოხმარების საგნებით დავეხმარებით მოხუცთა თავშესაფრებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ესაჭიროება“, – აცხადებს „არსის“ დირექტორი ბესო ორთოიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა