ახალციხეში აქცია „გახდი ქველმოქმედი“ მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ქალაქ ახალციხეში არსებული სუპერმარკეტის ერთობლივი ინიციატივით, შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქცია „გახდი ქველმოქმედი“ მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სუპერმარკეტებში მოწყობილია სპეციალური კუთხეები, სადაც მსურველებს უმწეო ოჯახების დასახმარებლად საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ. როგორც მერიაში აცხადებენ, ახალციხის მცხოვრებლები უკვე მეორე დღეა აქტიურად უერთდებიან აქციას, საკუთარ შენაძენთან ერთად, მათთვისაც იძენენ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს და სპეციალურად გამოყოფილ ყუთში ათავსებენ.

„საქველმოქმედო კუთხეები განთავსებულია სუპერმარკეტებში: შპს თოკ-მარი-კოსტავას № 163/49, შპს პოპულარი-რუსთაველის № 66, მაგნიტი-რუსთაველის №71, ი/მ ზურაბ დურგლიშვილი (ზურების მაღაზია)-რუსთაველის № 93, შპს ჯიბე-თამარაშვილის მიმდებარე ტერიტორია, შპს სამი-თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, „ალფა მარკეტში“, წისქვილი-თამარაშვილის №12, შპს ნინო-თამარაშვილის №41, ბორჯომი1-თამარაშვილის №6, ბორჯომი2-თამარაშვილის №6, შპს მაგნიტი-თამარაშვილის მოედანი, ი/მ გულნაზი აფრიამაშვილი-კოსტავას №1“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ სავაჭრო ობიექტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და საკვები პროდუქტების შეგროვების პროცესს გაეცნო. გურამ მელიქიძემ მოქალაქეებსა და სუპერმარკეტების ხელძღვანელებს გამოჩენილი აქტიურობისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო