ბოჭორიშვილის კლინიკა გავრცელებულ ინფორმაციას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ექიმის მოთავსების შესახებ არ ადასტურებს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ექიმი იყოს მოთავსებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„ჩვენს კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული ექიმი არ არის და მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა“,-აცხადებს სოლოღაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260 პირი. ინფიცირებული 130 ადამიანიდან 23 გამოჯანმრთელებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა