საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც თავშესაფრის 20 მაძიებელს კორონავირუსი დაუდგინდა

საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც თავშესაფრის 20 მაძიებელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ტესტირება მიგრანტებს მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც 19 წლის ქალს, რომელმაც ბავშვი გააჩინა, ვირუსი დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია სად დაინფიცირდა ახალგაზრდა, საავადმყოფოში თუ ბანაკში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან არც ერთს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ინფიცირების ყველა შემთხვევა ამ დროისთვის რიცონაში ფიქსირდება, რომელიც დედაქალაქ ათენიდან 75 კილომეტრში მდებარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა