ირაკლი ქადაგიშვილი - მთავრობის მიერ 2 მილიარდი ლარის გამოყოფა იქნება მნიშვნელოვანი დონაცია და ეს თითოეული მოქალაქისთვის  გახდება ხელშესახები

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსახლეობისათვის ხელშესახები გახდება მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, COVID19-თან ბრძოლის პირობებში ეკონომიკის დახმარებისათვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მთავრობის მიერ. მოხდა 2 მილიარდი ლარის გამოყოფა ეკონომიკის პირდაპირი დახმარების მიზნით. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვის მანძილზე იქნება ანაზღაურებული ხელისუფლების მხრიდან. ეს 2 მილიარდიანი პროგრამა აგრეთვე გაწერილია კონკრეტული ბენეფიციარებისთვის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამები გაგრძელდება და როდესაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულდება და ეკონომიკა დაუბრუნდება განვითარების ტემპებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი დონაცია და ეს თითოეული მოქალაქისთვის გახდება ხელშესახები", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს