რუსთავის მერია მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს

რუსთავის მერია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის დახმარებას აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სპეციალური სასურსათო პაკეტი მოხალისეებმა 179 ოჯახს სახლში მიუტანეს.

როგორც რუსთავის მერიაში აღნიშნავენ, საკვები პროდუქტის დარიგების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები. სასურსათო პაკეტების მოსახლეობაში განაწილებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ირმა მესხთან და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილთან ერთად დაესწრო.

“ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ, იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროდუქტის დარიგებას, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. დღეს მოხალისეებმა საკვები პროდუქტი 179 ოჯახს მიუტანეს სახლში. პროდუქტის შეძენა სარეზერვო ფონდიდან, ასევე მერიის თანამშრომლებიდან და კერძო ბიზნესიდან შემოწირული თანხით მოხდა. რუსთავის მერიისგან დახმარებას იღებენ, არა მხოლოდ ის რუსთაველები, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ ეტაპზე საჭიროებენ დახმარებას ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

დღეის მდგომარეობით, რუსთავის მერიის ორგანიზებით, სასურსათო პაკეტი 679 ასეთ ოჯახს გადაეცა. ქალაქის მერის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, კი საკვები პროდუქტი უკვე გაცემულია 3 250 ოჯახზე, რომელთა ბავშვებიც საბავშვო ბაღებში დადიან. აქციის მესამე ეტაპზე, სასურსათო პაკეტს ამ კატეგორიის კიდევ 2400 ოჯახი მიიღებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო