ლევან რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან ამ ეტაპზე სულ 69 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 22 არის კორონავირუსით ინფიცირებული.

„რაც შეეხება პაციენტების მდგომარებას, ყველაზე კრიტიკული პაციენტი, არა მძიმე, არამედ კრიტიკული, იყო გადმოყვანილი ჩვენს კლინიკაში ბოლნისიდან, მარნეულის წითელი ზონიდან, პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, დადასტურებული კოვიდინფექციით. კლინიკურად ანამნეზური მდგომარებით სახეზე იყო მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. მოთავსებული იყო კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში, ფასდებოდა ექიმების მიერ როგორც უკიდურესად მძიმე. ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკაა, მოხსნილია აპარატურული სუნთქვიდან, კონტაქური და ადეკვატურია, რამდენიმე საათი დაყოვნდება კრიტიკული მედიცინის ცენტრში და ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის ინფორმაციით, სტაბილურად მძიმედ და კრიტიკულად ფასდება 80 წლის და 79 წლის ქალების მდგომარეობა, თუმცა ორივე პაციენტი ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარება.

„ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რამდენიმე პაციენტი გვიწევს. 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ სტაბილურად. სტაბილურობა გამოიხატება იმაში, რომ ჰემოდინამიკა გახდა სტაბილური, გაუმჯობესებულია ჟანგბადის ანუ ოქსიგენაციის პარამეტრები, ნევროლოგიური სტატუსი უკეთესია და რეანიმატოგოლების მხრიდან ფასდება როგორც სტაბილურად მძიმე, დადებითი დინამიკით. რაც შეეხება 79 წლის მარნეულის წითელი ზონიდან შემოყვანილ ქალბატონს რომელიც შემოყვანილი იყო კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით, რაც განპირობებული იყო მკვეთრი წონის დეფიციტით. ამ პაციენტს შემოყვანისთანავე დაუდასტურდა პნევმოთორაქსი ჩატარდა ყველა მანიპულაცია და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა კრიტიკულია მაგრამ მართვადი,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა