საჩხერის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სურსათი სახლებში მიუტანეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სურსათი სახლებში მიუტანეს.

ხელმძღვანელი პირები თითოეული მათგანის საჭიროებებს გაეცნენ.

„ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს, დაეხმაროს მათ, ვისაც არ ჰყავს ოჯახის წევრები, ცხოვრობს მარტო და არის 70 წელს გადაცილებული, რათა ისინი არ გავიდნენ გარეთ, დარჩნენ სახლში და თავიდან აიცილონ კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობა", - განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა