ეკატერინე ტიკარაძე - კვირის ბოლოსთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკას დაახლოებით 100 პაციენტის მიღების შესაძლებლობა ექნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოსთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკას დაახლოებით 100 პაციენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან პაციენტთა ნაკადის შესაძლო ზრდის გამო, ზუგდიდის კლინიკის რესურსს შეეხებოდა.

"ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ზუგდიდის კლინიკის სრული მობილიზაცია და კვირის ბოლოს მას ექნება საშუალება მიიღოს პაციენტების გარკვეული რაოდენობა და ეს არის დაახლოებით 100 პაციენტი. უკვე შემდეგ კვირებში ვახორციელებთ უფრო უკეთეს აღჭურვას ამ კლინიკის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე 200-250 პაციენტამდე ვმართოთ ზუგდიდში რუხის კლინიკაში," - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა